აჭარის თასი 2018

მიმდინარე წლის, 14-16 აგვისტოს ქ.ბათუმში გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ბატუტზე ხტომებში ''აჭარის თასი 2018''.

ტურნირს ორგანიზაცია გაუწიეს ''აჭარის ავ.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა'' და ''აჭარის ავ. რ. ტანვარჯიშის სახეობათა ფედერაციამ. ტუნირის სპონსორი იყო სასტუმრო ''ლაით ჰაუზი თბილისი''.

ტურნირში მონწილობა მიიღო 60 ტანმოვარჯიშემ ხუთი ქვეყნიდან: საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, აშშ და რუსეთი. პრიზიორებს გადაეცათ მედლები და თასები. ყველა მონწილემ მიიღო დიპლომები და სამახსოვრო მაისურები სპონსორისაგან.

ტურნირმა ჩაიარა სპორტულ და მეგობრულ გარემოში, და იმედი გვაქვს რომ მომავალ წელს უფრო მეტი ქვეყანა და მონაწილე მიიღებს მონაწილობას.