23 ივნისი - საერთაშორისო ოლიმპიური დღე

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია გილოცავთ საერთაშორისო ოლიმპიურ დღეს! ვულოცავთ, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, სხვადასხვა თაობის ქართველ ოლიმპიელებს, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრებს და კანდიდატებს, მწვრთნელებს, სპორტულ ფედერაციებს, ყველა იმ ორგანიზაციას თუ პიროვნებას, ვინც იღწვის ქვეყანაში სპორტის განვითარებისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის, ოლიმპიური ფასეულობების პოპულარიზაციისთვის.