12 მედალი ბელორუსიდან

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები სპორტულ ტანვარჯიშში იმყოფებოდნენ საწვრთნო სასწავლო შეკრებაზე ბელორუსის ქალაქ მოგილევში, ასევე, მოგილევში , 04–08 მარტს გაიმართა საერთაშორისო ტურნირი სპორტულ ტანვარჯიშში. ჩვენ ტანმოვარჯიშეებთან ერთად აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნის 58 ტანმოვარჯიშემ.

ჩვენმა სპორტსემენბმა ძალიან კარგად იასაპარეზეს და მოიპოვეს 12 მედალი, მათ შორის 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს. მრავალჭიდში მეორე ადგილი დაიკავა ჩვენმა კონსტანტინ კუზოვკოვმა, ბრიჯაოს კი დაეუფლა ასვე ჩვენი ტანმოვარჟიშე ბიძინა სიჭინავა.

გარადა ამისა აღსანიშნავია ჩვენი იუნიორი ტანმოვარჯიშეების დაჩი დოლიძის და ანი გობაძის წარმატებული გამოსვლა: ანიმ ორძელსა და თავისუფალ ვარჯიშში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, და დაჩიმ ორძელზე ოქრო და თავისუფალზე ვერცხლი მოიპოვა.

ჩვენი სინიორი ტანმოვარჯიშეებისთვის ეს იყო ევროპის ჩემპიონატის წინა–მოსამზადებელი ერთერთი შეჯიბრი. ევროპის ჩემპიონატი აპრილში გაიმართება პოლონეთში.

ვულოცავთ ჩვენ ტანმოვარჯიშეებს ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!

სურათები