აკრობატები ევროპის ჩემპიონატის ფინალში

ამ დღეებში ისრაელი მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს სპორტულ აკრობატიკაში სინიორებს და ასაკობრივ ჯგუფებს შორის. დღეს ასპარეზობაში ჩაერთნენ ასაკობრივი ჯგუფები და მათ შორის 11-16 წლის სპორტსმენებს შორის , სადაც ჩვენმა ვაჟთა წყვილმა: დიდბერიძე ბექამ და ჭიღლაძე გიორგიმ და შერეულმა წყვილმა: წურწუმია ლანამ და ღიბრაძე ლაშამ მშვენივრად იასპარეზეს და გავიდნენ ფინალში. იმედია ისინი ფინალშიც კარგად იასპარეზებენ და ასევე წარმატებას ვუსურვებთ დანარჩენ ჩვენ აკრობატებს.