საქართველოს დროშა ისევ აღიმართა პორტუგალიაში! (EN)

დღეს, პორტუგალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბატუტზე ხტომებში, იყო იუნიორი (ახალგაზრდული) ბატუტისტების სინქრონული წყვილების შეჯიბრის დღე. საქართველოს გოგონებში წარმოადგენდნენ: ანა ლაპიაშვილი და მაია ბოჭორიძე, ხოლო ვაჟებში : ლუკა ლომთათიძე და ცოტნე ჩხაიძე. საკვალიფიკაციო ეტაპზე ვაჟებმა კარგად იასპარეზეს და მე-3 ადგილით გაინაღდეს ადგილი ფინალში, ხოლო ჩვენმა გოგონებმა ყველას აჯობეს და პირველი ადილით მოხვდნენ ფინალში. ფინალში ჩვენ ვაჟებმა ბოლომდე იბრძოლეს და სულ ცოტა დააკლდათ მესამე ადგილის მოსაპოვებლად და მეოთხე ადგილს დასჯერდნენ. რაც შეეხება ანას და მაიკოს მათ წინა ევროპის ჩემპიონატზე მოგებული სინქრონული მედლები დაიცვეს და ისევ გახდნენ ევროპის ჩემპიონები, მეორეზე გავიდა აზერბაიჯანული წყვილი, ხოლო მესამეზე პოლონური. შეგახსენებთ რომ ჩვენი ბატუტისტები უკვე მესამე დღეა ზედიზედ იგებენ მედლებს ევროპის ჩემპიონატზე: პირველი დღე-იუნიორთა გუნდური ოქრო, მეორე დღე-სინიორების გუნდური ვერცხლი და დღეს იუნიორთა სინქრონული ვერცხლი! ვულოცავთ ანას და მაიას, მათ პერსონალურ მწვრთნელებს, საქართველოს ბატუტზე ხტომებში მთავარ მწვრთნელს ბატონ ზაქარია სულაშვილს, ქალბატონ რუსუდან ხოფერიას და სრულიად საქართველოს ამ კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას!