თბილისი ჯიმნაესტრადა 2022

24-25 სექტემბერს, თბილისში (საქართველო), ტანვარჯიშის არენაზე, გაიმართა საერთაშორისო ტურნირი ტანვარჯიშში ყველასათვის ,,თბილისის ჯიმნაესტრადა”. ეს ტურნირი საქართველოს დედაქალაქში უკვე მეორედ გაიმართა. ამჯერად, წინა წელთან შედარებით უფრო მეტი გუნდი და მონაწილე იყო. ასპარეზობდა 11 გუნდი საქართველოდან და 3 აზერბაიჯანიდან, სულ ჯამში 130 ტანმოვარჯიშე. ასაკობრივი დიაპაზონი იყო 4 წლიდან 50 წლამდე. წელს საქართველოს რეგიონებიდანაც ჰყავდა გუნდები: აჭარიდან და კახეთიდან. აქ არის მონაწილე გუნდების სრული სია: 1. გუნდი, ZIRE STARS“ (აზერბაიჯანი). 2. გუნდი, აჭარა“ (აჭარის ტანვარჯიშის ფედერაცია, საქართველო). 3. გუნდი, თელავი,, (თელავის ნელი სალაძის მხატვრული ტანვარჯიშის აკადემია, საქართველო). 4. გუნდი,, GEO TRAMPOLINE“ (საქართველოს ბატუტზე ხტომების ეროვნული გუნდი, საქართველო). 5. გუნდი ,,FLAME" (აზერბაიჯანი). 6. გუნდი ,, GRAND RHYTHMIC" (ლალი დოლიძის სპორტული კლუბი, საქართველო) 7. გუნდი ,,INVINCIBLE" (საქართველოს სპორტული აკრობატიკის ეროვნული გუნდი, საქართველო) 8. გინდი, RG SUNRAYS“ (ნელი სალაძის სახელობის აკადემია, საქართველო). 9. გუნდი ,, GEORGIA,, (საქართველოს მხატვრული ტანვარჯიშის ეროვნული გუნდი, საქართველო) 10. გუნდი ,,MAGYC GYM“ (ქ. ხატიაშვილის სახელობის ტანვარჯიშის აკადემია, საქართველო). 11. გუნდი ,,OLYMPIC“ (საქართველოს სპორტული აკრობატიკის ეროვნილი გუნდი, საქართველო). 12. გუნდი ,,MONLIGHT“ (აზერბაიჯანი). 13. გუნდი ,,UNSTOPPABLE" (საქართველოს სპორტული აკრობატიკის ეროვნული გუნდი, საქართველო). 14. გუნდი ,, DIO DANCE " (მხატვრული ტანვარჯიშის კლუბი ,,DIO DANCE", საქართველო). ყველა გუნდმა აჩვენა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ვარჯიშები. ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიგელებითა და მედლებით. მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ამ ღონისძიების ორგანიზებაში დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ასევე, უდიდეს მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებს აზერბაიჯანის ტანვარჯიშის ფედერაციიდან, რომლებიც უკვე მეორე წელია აგზავნიან პროფესიონალ და მეგობრულ მონაწილეებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით ყველა კლუბს, გუნდს, მწვრთნელს და პერსონალს, ვინც მონაწილეობა მიიღო ტურნირში, ან დაეხმარა გაგვიწია მის ორგანიზაციაში და ჩატარებაში. ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ვიხილავთ ყველა ამ გუნდს და მივესალმებით უფრო მეტ ქვეყანას და გუნდს!