გილოცავთ ქალბატონო ლალი

დღეს, სასტუმრო ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ ჩატარდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია. ჩვენი ფედერაციიდან სესია დესწრენენ: პრეზიდენტი ბატონი კონსტანტინე ლაშხი, გენერალური მდივანი ქალბატონი რუსუდან ხოფერია და ვიცე-პრეზიდენტი ინგა გიორგობიანი. სესიის დამთავრებისთანავე გაიმართება სეოკ-ის ვერსიით 2021 წლის სპორტული შედეგებით საუკეთესოთა დაჯილდოების ცერემონიალი. ჩვენი ფედერაციიდან, ნომინაციაში ''2021 წლის ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი'' დაჯილდოვდა ერონული ნაკრები გუნდის მწვრთნელი მხატვრულ ტანვარჯიშში ქალბატონი ლალი დოლიძე ჯანტეზი. ვულოცავთ ქალბატონ ლალის ამ წარმატებას და ვუსურვებთ მომავალ გამარჯვებებს!