გილოცავთ იუბილეს ბატონო ზაზა

საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაცია 50 წლის იუბილეს ულოცავს ვაჟებს შორის ბატუტზე ხტომებში მსოფლიო ჩემპიონს , სამგზის ევროპის ჩემპიონს ახალგაზრდებში, გიორგი დობროვოლსკის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, მსოფლიო თასების მრავალგზის ფინალისტს, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს ბატუტზე ხტომებში, ბატონ ზაზა აბრამაშვილს. ბატონო ზაზა, გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს თქვენს საქმიანობაში