ბატუტზე ხტომებში საქართველოს ნაკრების გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე

მ/წლის 28 მარტიდან 4 აპრილამდე ესპანეთის ქ.ვალიადოლიდში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი ბატუტზე ხტომებში.

ჩვენი ნაკრების ისტორიაში 1993 წლის შემდეგ პირველად მივიღეთ მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ გათამაშებაში, სადაც 40 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. გოგონებში გუნდურ შეჯიბრებაში გოგონათა ნაკრები მე-3 შედეგით გადავიდა ფინალში, ხოლო ფინალური მოთელვის დროს დასანანი ფაქტი მოხდა, ტრამვის გამო, შეჯიბრებას გამოეთიშა ნაკრების ლიდერი ლუბა გოლოვინა (რომელიც პირად ჩათვლაში მე-2 ადგილზე მიდიოდა კვალიფიკაციის შემდეგ) და გუნდურ ჩათვლაში გოგონათა ნაკრები მე-4 ადგილზე გავიდა, აგრეთვე ინდივიდუალურ ხტომებში შეჯიბრების დებიუტანტმა ანა ოდიშვილმა იასპარეზა წარმატებულად და ნანა გოგაშვილთან ერთად მოხვდა ნახევარ ფინალში, სინქრონულ წყვილში ანა ოდიშვილმა და თეონა ჯანჯღავა ფინალურ ეტაპზე გავიდნენ და მე-7 ადგილი დაიკავეს.

ვაჟები გუნდურ ჩათვლაში მე-5 ადგილზე გავიდნენ, ასევე ნახევარფინალში იასპარეზა თენგიზ კოშკაძემ და ზურაბ ნოზაძემ.