ანანო ფინალშია

ამ დღეებში იტალიის ქალაქი რიმინი მასპინძლობს მსოფლიო თასს ბატუტზე ხტომებში. ამ დისციპლინიაში მოასპარეზე საუკეთესო ტანმოვარჯიშეები ჩასულები არიან ამ თასზე, რადგან ამის შემდეგ, რამდენიმე დღეში, იგივე ქალაქში გაიმართება ევროპის ჩემპიონატიც. საქართველოს ნაკრები გუნდის წევრმა ანანო აფიქიძემ მშვენივრად გაიარა საკვალიფიკაციო ეტაპი და ფინალში მოხვდა მე-2 შედეგით. წარმატებას ვუსურვებთ ანანოს ფინალში!