გერმანიის ქალაქ კოტბუსიდან ჩამოგვივიდა ძალიან სასიხარულო ინფორმაცია! ბატუტზე ხტომებში, პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტ ქვეყანათა რიცხვს საქართველოც შეუერთდა. პარიზის საგზურის მოპოვება შეძლო სამგზის ოლიმპიელმა (პეკინი-2008, ლონდონი-2012, რიო-2016), ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანმა ლუბა გოლოვინამ. ეს ლუბასთვის იქნება მე-4 ოლიმპიური თამაშები. შარშან გამართულ ბატუტზე ხტომებში მსოფლიო ჩემპიონატზე გათამაშდა 8 პარიზის საგზური. დანარჩენი 7 ლიზენზია გათამაშდა 2023-2024 წლებში გამართულ ხუთ მსოფლიო თასზე. ამ ხუთი მსოფლიო თასიდან ბატუტზე მხტომელებს 2 საუკეთესო შედეგის ჯამი ეთვლებოდათ ლიცენზიის მოსაპოვებლად. და ამ ხუთი მსოფლიო თასების შედეგებიდან გამომდინარე დარჩენილი 7 ადგილიდან ერთი მოიპოვა ლუბა გოლოვინამ.
ივლისი 6, 2012
ივლისი 10, 2012
დეკემბერი 6, 2017
მარტი 17, 2020