ქართველი ტანმოვარჯიშეები ჰოლონის გრანპრიზე (EN)

ყოველწლიურად ისრაელის ქალაქ ჰოლონში ტარდება გრანპრი მხატვრულ ტანვარჯიშში. ტურნირი ტარდება როგორც სინიორებს ასევე იუნიორებს შორის.

წელს, 24–25 ივნისს, ჩვენი ქვეყნიდან ტურნირში მონწილეობა მიიღეს სინიორებში: ელინა ვალიევამ და იუნიორებში : ქეთევან არბოლიშვილმა. ორივეს წვრთნის ბელა კობალაძე.

ელინა ვალიევასთვის ეს იყო პირველი გრანპრი და მიუხედავად ამისა მან მოახერხა და მრავალჭიდში დაიკვა მე–10 ადგილი , და გავიდა საგნების ფინალებში: ბურით და ბაფთით ვარჯიშებში. და ორივე ფინალში დაიკავა მე–8 ადგილი.

რაც შეეხება ქეთევან არბოლიშვილს, რომელიც ერთი წელია არ გამოსულა შეჯიბრებებზე , მანაც კარგად გაართვა თავი და მრავალჭიდში სადაც 40 ტანმოვარჯიშე გამოდიოა დაიკავა მე–10 ადგილი. ეს მისთვის არის კარგი სტარტი, რადგან ის იბრძვის მომავლი წლის ახალგარდულ ოლიმპიური თამაშებისთვის ადგილის მოსაპოვებლად, სადაც ევროპიდან მოხვდება მხოლოდ 10 საუკეთესო ტანმოვარჯიშე.

გარდა ამისა, ორივე ტანმოვარჯიშემ წინა კვირას გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე აჩვენეს შესანიშნავი შედეგები. ელინა გახდა აბსოლუტური ჩემპიონი სინიორებს შორის, და ქეთევანი აბსოლუტური ჩემპიონი იუნიორებს შორის.

ვულოცავთ გოგონებს ამ წარმატებებს და ვუსურვებთ უფრო დიდ წარმატებებს!